Saturday, March 21, 2015

დღევანდელი ბოლო დღე ინტელის ტრენინგისა  უაღრესად ემოციური  იყო. პედაგოგებმა წარმოადგინეს მოსწავლეთა პრეზენტაციები სხვადასხვა საგანში. მათ ჩემი მოწონება დაიმსახურეს. იმედი მაქვს, ჩემი მოსწავლის ნამუშევარი პროექტი "ჩხოროწყუ" საინტერესო იყო მათთვისაც.
ინტელის ტრენინგის ამ ეტაპზე ბევრი საინტერესო კომპიუტერული ოპერაციის შესრულება შევძელი.თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი ჩემს შესაძლებლობებს ამ ტექნოლოგიაში. ამ ტრენინგებზე გავხდი თვითდაჯერებული. რომ მე შემიძლია  სრულყოფილად დავნერგო ეს ინოვაცია ჩემს პრაქტიკაში და ამით მივაღწიო სწავლების უკეთეს ხარისხს.
დიდი მადლობა, ჩვენს ტრენერს დათო მალანიას ,პროფესიონალიზმისა და მოთმინებისათვის!!!

Thursday, March 19, 2015

მერვე დღის რეფლექსია
მერვე დღეს გავეცანით პროექტის პრეზენტაციას და საქაღალდის ატვირთვას. ოპერაცია მარტივია, მაგრამ ჩემი პროექტი რომ ავტვირთე, 2 გვერდზე სლაიდი დრაივში არ აიტვირთა. რამდენჯერმე ვცადე,მაგრამ არ გამოვიდა მაინც. როცა ინფორმაციას ვიღებ თანმიმდევრობით და ილუსტრირებულად  ყველაფერი ძალიან ადვილი ჩანს, შედეგის მიღება კი რთულდება, ალბათ, ჩემი კომპიუტერი დავირუსებულია. მაინც ვიმედოვნებ ,მეცხრე დღის დავალებას იდეალურად შევასრულებ.

ჩემი პორტფოლიო

დაათვალიერე ჩემი  პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტი

https://drive.google.com/folderview?id=0B8s2qis1m9i1fkxRR2x5RlV6Nkp0bDZId1VhclV6bnlyWlY5R0czS0J3aExTb2xEQUZpVTA&usp=sharingდაათვალიერეთ ჩემი პროექტის პორტფოლიოhttps://drive.google.com/folderview?id=0B8s2qis1m9i1fkxRR2x5RlV6Nkp0bDZId1VhclV6bnlyWlY5R0czS0J3aExTb2xEQUZpVTA&usp=sharing

ჩემი პორტფოლიო

https://drive.google.com/folderview?id=0B8s2qis1m9i1fkxRR2x5RlV6Nkp0bDZId1VhclV6bnlyWlY5R0czS0J3aExTb2xEQUZpVTA&usp=sharingდაათვალიერეთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

Saturday, March 14, 2015

მეშვიდე  ტრენიგის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა.პრეზენტაციის ნიმუში გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.ჩემს შემდგომ პედაგოგიურ საქმიანობაშიპრეზენტაციები პირველ ადგილს დაიკავებს. ინტელის ბლოგი უსაზღვრო შესაძლებლობას იძლევა, რომ სხვათა გამოცდილება გაიზიარო და საკუთარი სხვებს გაუზიარო.

პროექტის პრეზენტაცია

Thursday, March 12, 2015

მეხუთე დრის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე გავაკეთეთ პროექტის სიმულაცია ინტერნეტის საშუალებით,
ტრენერთან ერთად განვიხილეთ პროექტზე მუშაობისას როგორ უზრუნველვყოთ მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების  მიღწევა
მეოთხე დღის რეფლექსია
გავიგე უმთავრესი რამ:უმნიშვნელოვანესია ,რომ შესაძლებელია სასწავლო პროექტით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავება მოსწავლეებში.
ინტერნეტი შესაძლებლობას გვაძლევს,რომ მოვიძიოთ ვებსაიტები და გამოვიყენოთ მათი შეფასების მეთოდები საავტორო უფლებებზე და მათ    კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ   .
 




მესამე დღის რეფლექსია
ამ ტრენინგზე დავრწმუნდი,რომსასწავლო პროექტის დაგეგმვაში მნიშვნელოვანია მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირება მოსწავლეთა ჩართულობისათვის.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი,რაც ძალიან საინტერესო იყო.


მეორე დღის რეფლექსია           
ძალიან გამიხარდა ინტელის ტრენინგის განახლება,მინდა დავეუფლო კომპიუტერულ ტეხნოლოგიებს,რომ თავი თანამედროვე მასწავლებლად ვიგრძნო.
მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს.